• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ყასაბი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2019/10/10
ნანახია: 517 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის, ფრინველის ხორცის პირველადი დამუშავება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** ხორცის დაჭრა, დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სისწრაფე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

** თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22
** თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37-მ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა