• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმღები-ოპერატორი
დამსაქმებელი: აგროჰაბი
ბოლო ვადა: 2019/10/01
ნანახია: 415 -ჯერ

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე.

"აგროჰაბი" არის, საქართველოში ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.
კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად მიღებული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
** გააკონტროლოს ამ ფუნქციის შესრულებესთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;
** გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებსა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების მიერ წარმოდგენილ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და დოკუმენტალურად ხელწერით დაადასტუროს იგი;
** მიღებული საქონლის ცნობარებში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოს ბუღალტერს;
** დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
** სამუშაო პროგრამა: Apex

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი:

** 8:00 - 20:00, დღე გამოშვებით
** 8:00-15:00 ან 15:00 - 22:00, დასვენება ყოველ მესამე დღეს.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა:

** თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22
** თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37-მ

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა