| ადმინისტრატორი | 
             
            
               | დამსაქმებელი: | ჭრელი აბანო | 
                         
               | ბოლო ვადა: | 2019/10/11 | 
                                                                                                             
            
              
                                                                             
             
               | ნანახია: | 529                   -ჯერ | 
         
          
                        შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი).
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 650 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;
** სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.