• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე/კონსულტანტი-ბათუმი
დამსაქმებელი: მარკეტი Fresh & Easy
ბოლო ვადა: 2019/10/11
ნანახია: 420 -ჯერ

24 საათიანი მარკეტი "Fresh & Easy" აცხადებს ვაკანსიას მოლარის და კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ასაკი: 20-35 წ.

მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** სალაროს ზონის შევსება პროდუქციით.

კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება, როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება.
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.

ანაზღაურება:

** მოლარე - 400 ლარი
** კონსულტანტი - 350 ლარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტო სურათთან ერთად, ელ-ფოსტაზე: fresheasy2016@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა