ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 1 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეპორტინგის სპეციალისტი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/09/16
ნანახია: 14 -ჯერ

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
** მოზიდული პრემიის, გადაზღვევის პრემიისა და გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ბაზების ყოველთვიურად ამოღება პროგრამიდან და ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიიის გამომუშავებული პრემიის, დარეგულირებული ზარალების, სადაზღვევო რეზერვების, მისაღები პრემიების, გაცემული საკომისიოების, და სხვადასხვა ინფორმაციის მობილიზება და სხვა განყოფილებებიდან მოძიება აუდიტორებისათვის გადაცემის მიზნით;
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება, აუდიტის ან/და ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით;
** უპირატესობად ჩაითვლება სადაზღვევო კომპანიაში აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია აპლიკანტს ჩაბარებული ჰქონდეს ACCA-ს რამდენიმე წიგნი ინგლისურ ენაზე;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (აპლიკანტებს ჩაუტარდებათ ტესტირება);
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "რეპორტინგის სპეციალისტი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა