• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი ბუღალტერი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2019/09/16
ნანახია: 369 -ჯერ

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე, ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ბიძინა კვერნაძის 10 (სათავო ოფისი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ფინანსური რეპორტების ფორმების მომზადება;
** პროგრამაში მატერიალური და არამატერიალური აქტივების რეესტრის შემოწმება;
** ფინანსური აღრიცხვა და ნაშთების სიზუსტის კონტროლი;
** ყოველთვიური არასტანდარტული გატარებების მომზადება და საიმპორტო ფორმატში გადაყვანა;
** ანგარიშების გადაფასება;
** საიმპორტო პროგრამის საშუალებით სხვადასხვა ტიპის გატარებების ასახვა პროგრამაში;
** დეკლარაციების მომზადება და წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** სასურველია Exact პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი ბუღალტერი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა