• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მედია მკვლევარი
დამსაქმებელი: ცენტრი თანადგომა
ბოლო ვადა: 2019/09/19
ნანახია: 877 -ჯერ

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა" აცხადებს ვაკანსიას მედია მკვლევარის პოზიციაზე.

მედიას აქვს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების (სრჯუ) საკითხების გაშუქების ფართო შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ჟურნალისტები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს ხშირად არასათანადო ყურადღებას უთმობენ ან არასწორად აშუქებენ.

ორგანიზაციას "თანადგომა" 2017-2019 წლების სტრატეგიული გეგმის მიხედვით განსაზღვრული აქვს სამი სტრატეგიული მიმართულება, აქედან ერთ-ერთი არის სრჯუ. ამ კომპონენტის ფარგლებში, თანადგომა აქტიურად თანამშრომლობს მედიასთან გამოცდილების გაზიარებისა და სრჯუ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით. "თანადგომა" მომავალი აქტივობების დასაგეგმად საჭიროებს გაზომოს ქართულ მედიაში რა მოცულობით და რა ფორმით შუქდება სრჯუ საკითხები. აქედან გამომდინარე, "თანადგომამ" გადაწყვიტა ჩაატაროს მედია ბაზრის კვლევა და ამისათვის დაიქირაოს მედია მკვლევარი/კონსულტანტი. მონიტორინგი მოიცავს ეროვნულ მედია საშუალებებს (ტვ, პრესა, რადიო, სოციალური მედია).

კვლევის მიზანია გავიგოთ, რა სიხშირით და მოცულობით შუქდება სრჯუ საკითხები და მასთან დაკავშირებული აქტივობები და ღონისძიებები ქართულ მედიაში. სრჯუ-ს შესახებ საკვლევი საკითხებია: აბორტი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდები, სქესობრივი განათლების საკითხები.

აღნიშნული დავალების შესრულების პროცესში მკვლევარი კოორდინირებულად იმოქმედებს თანადგომას მენეჯმენტთან.

მედია კვლევა უნდა მოიცავდეს პერიოდს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

კვლევის ამოცანები:

** შერჩეული საკითხების მედიაში გაშუქების სიხშირე და პერიოდულობა
** გაშუქებული მასალის ტიპი (სიუჟეტი ახალ ამბებში, ინტერვიუ, სტატია, რადიო დისკუსია, ტოკ შოუ და ა.შ.)
** ჟურნალისტების მიერ გამოყენებული რესურსები - კვლევები, სტატისტიკური მონაცემები, ექსპერტული მოსაზრებები და სხვ.
** დისკრიმინაციული ან სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში
** გაშუქებული მასალის გენდერული ბალანსი
** მედიაში განხილული სრჯუ საკითხების თანხვედრა თანადგომას სტრატეგიულ გეგმასთან.

მედია მონიტორინგით მოცული უნდა იქნას შემდეგი მედია საშუალებები:

** ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, კავკასია, პალიტრა ტვ, აჭარის ტელევიზია, ტვ პირველი.
** რადიო: საზოგადოებრივი რადიო, რადიო იმედი, პირველი რადიო, რადიო თავისუფლება, კომერსანტი, რადიო პალიტრა, მაესტრო, ფორტუნა.
** პრესა: "ალია", "კვირის ქრონიკა", "ახალი თაობა", "რეზონანსი", "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი", "პრაიმ ტაიმი", "ბათუმელები", "ახალი გაზეთი", "ქრონიკა+", თბილისელები", "სარკე".
** ვებ-გვერდი: ipn.ge, ghn.ge, frontnews.ge, netgazeti.ge, tabula.ge, liberali.ge, commersant.ge, gbc.ge, presa.ge, for.ge, ambebi.ge, bpi.ge, newposts.ge, kvira.ge

მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია და კომპონენტები: კვლევის დეტალური მეთოდოლოგია წარმოდგენილი იქნება მკვლევარის მიერ მითითებულ ვადებში (იხ. ქვემოთ).

მონიტორინგის ძირითადი კომპონენტები გულისხმობს შემდეგს:

** ქვეყანაში არსებული კვლევების/ანგარიშების მიმოხილვა სრჯუ საკითხების გაშუქებაზე მედიაში ბოლო სამი წლის მანძილზე.
** შესაბამისი ბეჭდური, ონლაინ და სამაუწყებლო მედია საშუალებების მონიტორინგი (კონსულტანტის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის მიხედვით).
** მონიტორინგის შედეგები კლასიფიცირება, შეჯამება და ანალიზი.
** კვლევის საბოლოო ანგარიშის წარდგენა დათქმულ ვადებში (იხ. ქვემოთ).

სამუშაოს შესრულების ვადები:

** სამუშაო გეგმის აღწერილობა, თუ როგორ განახორციელებს მკვლევარი მედია მონიტორინგს - 2 ოქტომბერი
** კვლევის წინასწარი ანალიზის პრეზენტაცია (PPT ფორმატში) - 25 ოქტომბერი
** საბოლოო ანგარიშის წარდგენა - 30 ოქტომბერი.

მედია მონიტორინგის ანგარიში:

ანგარიში უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:

** თავფურცელი
** სარჩევი
** შემაჯამებელი რეზიუმე
** მეთოდოლოგია
** დისკუსია/განხილვა
** ძირითადი მიგნებები
** დასკვნები
** რეკომენდაციები (მიმართული ქართულ მედია სივრცეში სრჯუ საკითხების გაშუქების სიხშირის გაზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე).
** გამოყენებული ლიტერატურა/წყაროები
** საჭირო დანართები.

ანგარიში უნდა წარმოდგენილი იქნას ქართულ ენაზე. ანგარიშის ფორმატი და შრიფტი - A4, Sylfaen 12.

კონსულტანტის/მკვლევარის კვალიფიკაცია:

** საზოგადოებასთან კომუნიკაციის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის და სხვა მსგავსი პროფესიების დოქტორი ან მაგისტრი;
** სასურველია ჰქონდეს: ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევების ანალიზის გამოცდილება (სასურველია სრჯუ საკითხებზე);
** მსგავსი კვლევების ჩატარების გამოცდილება (მინიმუმ - 2 ჩატარებული მედია კვლევა, ბოლო 5 წლის განმავლობაში)
** ანალიტიკური უნარები;
** კვლევის ანგარიშის წერის უნარი;
** მოცემული ვადების დაცვა;
** კვლევისთვის აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (e.g. Word, Excel, PowerPoint, Outlook და სხვ.)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი СV ქართულ ენაზე და ფინანსური წინადადება, შემდეგ მისამართზე: counselor@tanadgoma.ge (გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ "media monitoring").

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 19 სექტემბერი.

საკონტაქტო პირი: მაია ჯიბუტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა