• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შოურუმის მენეჯერი
დამსაქმებელი: ზოდი
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 706 -ჯერ

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათ ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს შოურუმის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ადგილი: წერეთლის 149
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობა/კონტროლი (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად).
** მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა, პერიოდული შედეგების მუდმივი ანალიზი.
** შოურუმის პერსონალის ეფექტური მართვა და შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** შოურუმში მიმდინარე ოპერაციების ყოველდღიური აღრიცხვა, კოორდინაცია;
** დარბაზში პროდუქციის თვალსაჩინოდ განლაგებაზე და მასზე ფასმაჩვენებლების კონტროლი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან და HR დეპარტამენტთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის მიზნით.

ძირითადი მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია კანდიდატს ქონდეს პროგრამა 1C-თან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (ინგლისური, რუსული)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა