ქოლ-ცენტრის ოპერატორი |
დამსაქმებელი: |
გორგია |
ბოლო ვადა: |
2019/09/23 |
ნანახია: |
496 -ჯერ |
"გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. "გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი "გორგია" და "გორგია" პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, თელავში, ქუთაისში, მარნეულში ზუგდიდსა და ბათუმში.
კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება
** პრობლემური ზარების დაფიქსირება
** ზარების აღრიცხვის ფორმის წარმოება
** პროგრამაში მუშაობა და მონაცემების შეყვანა
** სიახლეების გაცნობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 23 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge
გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!