• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი/ბარმენი-ტაბლა დუქანი
დამსაქმებელი: აი სი არ
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 418 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერუჯ“-ი წარმოდგენილია ისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და კაფე „ლაბორატორია’’.  კომპანია იზრდება და შესაბამისად საშუალება გეძლევათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი.

რესტორანი „ტაბლა დუქანი“აცხადებს ვაკანსიას მიმტანის  და ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის 2, „ისთ ფოინთი“.

მიმტანი

ძირითადი მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება
  •   ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  •   პუნქტუალური;
  •   კომუნიკაბელური;
  •   მოწესრიგებული;
  •   ორგანიზებული;
  •   გუნდური მუშაობის უნარის მქონე;

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   მაგიდების სერვირება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  •   შემოსული სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება;
  •   სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •   მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  •   შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
  •   სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება;
  •   სტუმრის წასვლის შემდეგ მაგიდის დროულად მოწესრიგება, ობიექტზე არსებული სტანდარტების მიხედვით.

ბარმენი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •   მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  •   ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   უშუალო მენეჯერთანყოველდღიურიკომუნიკაციამომავალიდღის/დღეებისმომარაგებისეფექტიანადდაგეგმვისმიზნით;
  •   დადგენილიწესებისმიხედვითსამუშაოარეალისმომზადებადაორგანიზება;
  •   სტუმრისთვის კონსულტაციის გაწევა, სასმელის არჩევაში დახმარება;
  •   მენიუში შემავალისასმელებისდადგენილვადაშიდადადგენილიფორმითმომზადება;
  •   ბარისდანადგარების, აპარატურის, ინსტრუმენტებისდანიშნულებისამებრგამოყენებადამათიმოვლა;
  •   სასმელებისდადგენილიკალკულაციისშესაბამისად მომზადება;
  •   კომპანიის შინაგანაწესისა და  შიდა პროცედურების დაცვა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •   ტრენინგებს კვებისა და სასმელების მომსახურების სფეროში;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მიმტანი “ტაბლა დუქანში  ან    ბარმენი “ტაბლა დუქანში“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა