ოფისის ადმინისტრატორი |
დამსაქმებელი: |
ვისტამედი |
ბოლო ვადა: |
2019/10/05 |
ნანახია: |
533 -ჯერ |
კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება, შესაბამისი პროცედურების დაცვით;
** სატელეფონო ზარების მიღება და სწორი გადამისამართება, აგრეთვე, პაციენტებთან ზარების განხორციელება;
** პაციენტთა სარეგისტრაციო ელექტრონული ბაზის მართვა;
** შიდა დოკუმენტაციისა და ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა-ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში);
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება
** სტაჟირების გავლა დიდი დიღმის ცენტრალურ ფილიალში.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე (ფოტოსურათით) მისამართზე: careers@vistamedi.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ოფისის ადმინისტრატორი".