• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: აი სი არ ტრეიდი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/09/15
ნანახია: 485 -ჯერ

საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია,,აი სი არ ტრეიდი ევროპული ბრენდების,ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში.  კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი,კორსო იტალია, ოკაიდი, ჟაკადი, პარფოისი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 80-მდე მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე  ქუთაისში, ბათუმში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“  აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი:  სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •          მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  •          მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •          ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
  •          მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
  •          საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
  •          საქონლის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
  •          მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  •          რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

კომუნუკაბელური, აქტიური, თავაზუანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, გუნდური მუშაობის უნნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) შემდეგ ელექტრონუილ მისამართზე vacancy@icr.ge  15 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება:  კონსულტანტი თბილისში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განცხადების შემოტანიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა