• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2015/09/26
ნანახია: 5203 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR" რომელიც ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 700  მაღაზიას, მსოფლიოს 38 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა, იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. 

 

"SPAR Georgia" - "SPAR international" - ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** დარბაზის შესაბამის სექციაში  პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;

**პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი კონტროლი;

**მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქტის შესახებ კონსულტაციის გაწევა;

**გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა

 

მოთხოვნები:

გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი სესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა.

 

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას, უფასო ჯანმრთელობის დაზღვევასა და კვებას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდაც.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@spar-georgia.com  2015 წლის 04/09/2015 ის ჩათვლით და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კონსულტანტი". წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

 

 

 

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა