• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მერჩენდაიზერი-თბილისი
დამსაქმებელი: დაფნა
ბოლო ვადა: 2019/09/17
ნანახია: 397 -ჯერ

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: ქ თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის თვალსაჩინო ადგილზე დალაგება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სარეკლამო თაროზე შესაბამისი წესით განთავსების კონტროლი
** საქონლის მოწესრიგებულობის კონტროლი სავაჭრო დარბაზში, დახლზე ან/და თაროზე
** კომპანიის მიერ კლიენტის სავაჭრო ობიექტზე, წინასწარ შეთანხმებული განლაგების და პლანოგრამის დაცულობის კონტროლი
** კლიენტის სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადების ან/და ვარგისიანობის კონტროლი.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17.09.2019.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა