• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: Korter
ბოლო ვადა: 2019/10/04
ნანახია: 338 -ჯერ

ღვინის მწარმოებელი კომპანია აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას სრულ საშტატო განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის გრაფიკული დიზაინის შემუშავება და შესრულება;
** გრაფიკული ფაილების: ეტიკეტი, ბუკლეტების, აფიშა, მენიუ, ბანერი, სოც.მედია პოსტერი, პლაკატები და სხვა სარეკლამო ტიპის საბეჭდი ფაილების მომზადება დათქმულ ვადებში;
** კომპანიის პროდუქტების დიზაინის/რედიზაინის პროცესში მონაწილეობა და ტექნიკური შესრულება;
** კომპანიის მარკეტინგული და საექსპორტო ღვინის ეტიკეტირების შესაბამისად სარეკლამო და საბეჭდი მასალების მომზადება;
** მასალების ზომის განსაზღვრა - ვალდებულია უზრუნველყოს საილუსტრაციო მასალის ზომა და წყობის განსაზღვრა/სტილის/ფერის შერჩევა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** სტამბებთან და მათ სარეკლამო მენეჯერებთან კონტაქტი დიზაინის დეტალების შეთანხმების მიზნით;

მოთხოვნები:

** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Illustrator, Photoshop, Corel, Indesign, ან After effect, Premiere Pro- as an optional)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მოტივაცია და შედეგებზე ორიენტირება;
** ინიციატივისა და სიახლეებისადმი სწრაფვა;

ხელფასი: 1000-დან 1300 ლარამდე გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-დან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: winemakingcompany@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა