• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესაფუთი განყოფილების ოპერატორი
დამსაქმებელი: ავერსი რაციონალი
ბოლო ვადა: 2019/10/04
ნანახია: 552 -ჯერ

ფარმაცევტული საწარმო - შპს "ავერსი რაციონალი", რომელიც მოწყობილია და ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების GMP EU-სა და ISO 9001-ის მოთხოვნების შესაბამისად და მუდმივად ისწრაფვის გაუმჯობესებისკენ და მომხმარებლის მოთხოვნათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისკენ, იწვევს გუნდში სათანამშრომლოდ შესაფუთი განყოფილების ოპერატორს/წარმოების ოპერატორს, რომელის მოვალეობაც იქნება:

** მანქანა-დანადგარებზე სამკურნალო საშუალებების მეორადი შეფუთვა, ეტიკეტირება, მარკირება ან ჯგუფური შეფუთვა. 
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფარმაცევტული)
** სასურველია მუშაობის გამოცდილება 
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.rational.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა