• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ალგანი
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა,
ბოლო ვადა: 2019/10/04
ნანახია: 497 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოზიცია: დაცვის თანამშრომელი

მოთხოვნები: 

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 20 წლიდან 45 წლამდე
** სიმაღლე: 178 სმ-დან.

პირობები:

** სამუშაო ობიექტი: რესტორანი
** სამუშაო გრაფიკი: ერთი დღე 17:00 საათიდან ობიექტის დახურვამდე, მეორე დღე 17:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე და მესამე დღეს დასვენება.
** ანაზღაურება: თვეში 480 ლარი (ხელზე ასაღები)
** კომპანია უზრუნველყოფს კვებით და სამუშაო საათების დასრულების შემდგომ ტრანსპორტირებით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი 8, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა