• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომერციული მენეჯერი
დამსაქმებელი: პეპელა
ბოლო ვადა: 2019/09/22
ნანახია: 378 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიზნების და ამოცანების შესაბამისად კომერციული გეგმების შემუშავება/შესრულების კონტროლი;
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მუშაობა შესყიდვებისა და გაყიდვების მიმართულებით;
** ფინანსური დაგეგმარება და კონტროლი;
** მარაგების ხარისხისა და ბრუნვადობის კონტროლი;
** ასორტიმენტის მატრიცის ფორმირება;
** წლიური გეგმების შედგენა მომწოდებლებისთვის;
** კომპანიის მომგებიანობის გასაზრდელად მუშაობა;
** სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანგარიშგება, სხვადასხვა სახის ანგარიშგების მომზადება;
** ქსელში მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფი და ეფექტური აღმოფხვრა;
** სასაწყობე მეურნეობისა და მასალების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საცალო ან სადილერო გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** 1C (ERP) პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი;
** ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითმოტივაციისა და თანამშრომელთა მოტივაციის უნარი; 
** შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: 

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მისამართზე: hr@pepela.ge კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 22 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა