• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორის ასისტენტი
დამსაქმებელი: სუფთა სახლი
ბოლო ვადა: 2019/10/03
ნანახია: 365 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 127 ფილიალით.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად. 

"სუფთა სახლში" მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 900-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორის ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ცვლები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C ERP-ის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სისტემაში აღრიცხული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება და გასწორება;
** სისტემის მომხმარებლების როლების მართვა და მოვალეობების განაწილება ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
** პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დამატება და თანამშრომლებისათვის წარდგენა;
** ფილიალების მუშაობის კონტროლი და პრობლემური საკითხების დროულად გადაჭრა/მოგვარება.
** ახალი ფუნქციონალის სატესტო გარემოში ტესტირება და შემდგომ მიმდინარე ბაზაში გადატანა;
** კომპანიის მიერ დასმული ამოცანის ჩამოყალიბება და დამნერგავი კომპანიისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიები); 
** აუცილებელია 1C ბაზაში მუშაობის გამოცდილება; 
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი;
** პასუხისმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონაცემთა ბაზის 1C ადმინისტრატორის ასისტენტი".

"სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა