• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: Korter
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2019/10/02
ნანახია: 369 -ჯერ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე. 

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

ვალდებულებები: 

** გაყიდვებში ჩართულობა, მოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა.
** სავაჭრო სივრცის დიზაინის შექმნა და მერჩენდაიზინგი.

აუცილებელი მოთხოვნები: 

** დახვეწილი მეტყველება, დამკვეთებთან მოლაპარაკების და კომუნიკაციის უნარი; 
** ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი უწყვეტი სტაჟი (სასურველი პირობა). 

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 15-30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. არჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება, საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად. საგამოცდო პერიოდში ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, შედეგიდან გამომდინარე. საბოლოოდ, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის და უნარების შესაბამისად, 700 ლარიდან, გათვალისწინებულია ბონუსი, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 19:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ). 

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@pm.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 998385. გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

სურათის გარეშე CV არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა