• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გამომწერ-ოპერატორი
დამსაქმებელი: მიქსორი
ბოლო ვადა: 2019/10/02
ნანახია: 383 -ჯერ

სამშენებლო კომპანია "მიქსორი" აცხადებს ვაკანსიას გამომწერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, გააქტიურება.
** პროდუქციის მიწოდების დასრულებისას შესაბამისი მიღება ჩაბარების-აქტის შედგენა სრულ მიწოდებულ რაოდენობაზე და მათზე მომხმარებლის მხრიდან დასტურის მიღების უზრუნველყოფა.
** შემოსული და გასული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონის კონტროლი და მათი ასახვა Excel ცხრილში, რეესტრების წარმოება.
** სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რეაგირება, მათი მიღება-გაშვების დაბლოკვა.
** შემოსული ნედლეულის სასაქონლო ზედნადებების დაკორექტირება წონების მიხედვით.
** გასული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებების დაკორექტირება წონების მიხედვით.
** პროდუქციის მიწოდების პროცესში მომხმარებლებთან ურთიერთობა, მიწოდებული პროდუქციის სპეციფიკაციის, ხარისხის და რაოდენობის მოთხოვნილთან შესაბამისობის კონტროლი მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

ანაზღაურება: გამომუშავებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@mixori.com -ზე მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (subject line-ში) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 90 99 88

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2019 წლის 2 ოქტომბრამდე.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება შერჩევის შემდგომ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა