• https://charte.ge/

ავტორი

სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“

mail: hr@itvet.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი/ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი
დამსაქმებელი: სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“
კატეგორია: განათლება,
ბოლო ვადა: 2019/09/20
ნანახია: 363 -ჯერ

სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მასწავლებლის ვაკანტურ (შტატგარეშე) პოზიციაზე.

 

      ვებ პროგრამირების პროფესიული განათლების მასწავლებელი/ინსტრუქტორი

სამუშაო აღწერილობა:

  •          პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  •          კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  •          პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  •          საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
  •          სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება; 
  •          სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

სალექციო თემატიკა

  •          თანამედროვე ვებ სტანდარტები (html5 css3);
  •          JavaScript პროგრამირების ენა;
  •          jQuery ტექნოლოგიები;
  •          საიტის მართვის სისტემები.

 

სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს ვებ ინტერფეისისთვის გრაფიკული დიზაინის და ინტერაქტიული ელემენტების მომზადების საკითხებში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          „პროფესიული განათლების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მქონე ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  •          სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

 პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ  საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

 

 

 

 

      ინგლისური ენის პროფესიული განათლების მასწავლებელი

სამუშაო აღწერილობა:

  •          პროფესიული სტუდენტების მომზადება დამტკიცებული სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
  •          კალენდარული გეგმის შედგენა სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
  •          პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და განხორციელება;
  •          საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტისთვის/სტუდენტებისთვის დამატებითი შეფასების ჩატარება;
  •          სპეცილური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  პროფესიულ სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის მოდიფიცირება; 
  •          სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დაცვა.

სალექციო თემატიკა:

  •          ზეპირი კომუნიკაცია ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე (A2/B1);
  •          ინგლისურ ენაზე მიღებული  ინფორმაციის წაკითხვა-განხილვა;
  •          ინგლისურ ენაზე პირადი კორესპონდენციის წარმოება და წერილობითი კომუნიკაცია;
  •          ინგლისურ ენის პრაქტიკული გამოყენება პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  კომუნიკაციისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  •          სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

  •          პროფესიული მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ მიერ დამტკიცებული მასწავლებლის გეგმიური საათობრივი დატვირთვისა და   ღირებულების შესაბამისად.

 

 

 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@itvet.ge  "Subject"-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.

 

 

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა  20 სექტემბერი 2019 წლის.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, ფანჯიკიძის 3

ტელ: 2 200 220 (5204) | ვებ-გვერდი: www.itvet.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა