• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე-ოპერატორი
დამსაქმებელი: ოცნება
ბოლო ვადა: 2019/09/30
ნანახია: 446 -ჯერ

შპს "ოცნება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, მათემატიკა, ფინანსები.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - საშუალო

უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა; 
** FMG პროგრამაში მუშაობა
** შეკვეთების დამუშავება
** საქონლის პროგრამული ჩაწერა და გატარება
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, რეალიზაციების გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი - სრული;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: L.sharashidze@otsneba.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-ოპერატორი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა