• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისეილერი
დამსაქმებელი: კანტი
ბოლო ვადა: 2019/09/29
ნანახია: 474 -ჯერ

კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის თანამდებობაზე.

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერთიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გაფორმება;
** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება; 
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივად ზრუნვა; 
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება.
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და მონიტორინგი; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა);

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.shengelia@kanti.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა