• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო წარმომადგენელი-ბათუმი
დამსაქმებელი: IM Plus Pharma
ბოლო ვადა: 2019/09/29
ნანახია: 373 -ჯერ

ევროპული ფარმაცევტული კომპანია "Im Plus Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმში (აჭარის რეგიონზე).

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან 
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება) 

მოთხოვნები: 

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს)
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება პრიორიტეტად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.
** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე.
საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით). 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: vacancy@implus.ge გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი: Medical Representative

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა