• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
დამსაქმებელი: დეილი
ბოლო ვადა: 2019/09/20
ნანახია: 476 -ჯერ

სუპერმარკეტების ქსელი "დეილი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე აჭარის რეგიონში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და ორგანიზაციული პროცესების ამ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
** შრომის უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შედგენა;
** საქართველოს შრომისდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებასა და დაცვაზე;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდულობით განახლება;
** კომპანიის ინსპექტირება/აუდიტი შრომის უსაფრთხოების კუთხით; საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების განსაზღვრა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კონტროლის მიზნით;
** შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ტრენინგების ორგანიზება/მომზადება და ჩატარება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის რეკომენდაციებისა და კონსულტაციების გაწევა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში აკრედიტაციის გავლის დამადასტურებელი მოწმობა;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთხოების სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება;
** პროფესიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმატივებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვა და ორგანიზებულობა;
** ეფექტური/დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** რისკების შეფასება-ანალიზის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@daily.ge 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა