• https://charte.ge/

ავტორი

ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი

mail: youth.innovative.center@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამეცნიერო ასისტენტი
დამსაქმებელი: ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი
ბოლო ვადა: 2019/09/29
ნანახია: 424 -ჯერ

** უკვე გაქვს მაგისტრის ხარისხი?
** ხარ დაინტერესებული მეცნიერებით? მოგწონს სწავლისა და კვლევა-ძიების პროცესი?
** მუდმივად ეძებ განვითარებისა და თვითრეალიზაციის გზებს?
** მზად ხარ შეეჭიდო რთულ და საინტერესო პრობლემებს?
** არ გაშინებს ტექნიკური და ნახევრად ტექნიკური საკითხების შესწავლა?
** B1/B2 ან უფრო მაღალ დონეზე იცი ინგლისური და/ან რუსული ენები?
** გინდა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საერთაშორისო განვითარებასა და კაცობრიობის პროგრესში? 

ამ კითხვებიდან მინიმუმ 5-ს დადებითად თუ პასუხობ, მაშინ წინამდებარე პოზიცია შენთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა!

"ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" აცხადებს კონკურსს სამეცნიერო ასისტენტის პოზიციაზე, 3 ვაკანტურ ადგილზე.

სამეცნიერო ასისტენტის მოვალეობები: 

** სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
** სამეცნიერო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;
** ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც ახლო მომავალში აპირებენ დოქტორანტურაზე ჩაბარებას ქვემოთ მოყვანილ რომელიმე მიმართულებაზე: 

** ჰუმანიტარული მეცნიერებები; 
** სოციალური და პოლიტიკური მეცნიერები; 
** ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებები; 
** ეკონომიკა, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა; 
** ხელოვნური ინტელექტი.

ძირითადი სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული ან არასრული (კვირაში მინიმუმ 10 სთ);
** სამუშაო ადგილი: შესაძლებელია, როგორც ოფისში, ასევე ონლაინ მუშაობა (მაქსიმუმ დროის 50%);
** სამუშაო დღეები და დროები: შეთანხმებით;
** ანაზღაურება: 300-დან 900 ლარამდე, სამუშაო გრაფიკის, კომპეტენციებისა და გამოცდილების შესაბამისად.

გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი, რეკომენდაციები და სხვა მასალები შემდეგ ელფოსტაზე: youth.innovative.center@gmail.com

ელფოსტის თემაში, გთხოვთ, მიუთითოთ: "სამეცნიერო ასისტენტი".

"ახალგაზრდული ინოვაციური ცენტრი" გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა