• https://charte.ge/

ავტორი

საბავშვო ბაღი ნევერლენდი

mail: neverlandtbilisi1@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მასწავლებლის ასისტენტი
დამსაქმებელი: საბავშვო ბაღი ნევერლენდი
ბოლო ვადა: 2019/09/27
ნანახია: 465 -ჯერ

საბავშვო ბაღი "ნევერლენდი" აცხადებს ვაკანსიას მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: 

** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მუხიანი)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბავშვო ბაღის მიერ შემუშავებული სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის განხორციელება.
** თითოეული ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნვა.
** ასაკობრივი უნარების განვითარებაზე ზრუნვა.
** ბავშვებთან პოზიტიური მიდგომების პრაქტიკული გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია.
** ადრეული ასაკის (0-7 წ.) სწავლისა და განვითარების სტანდარტის ცოდნა.
** გამოცდილება აუცილებელი არ არის.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ასაკი: 25-45 წ.

დამატებითი უნარები: 

** სიახლეების მიმღეობისა და სწრაფად ათვისების უნარი. 
** პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარი.
** დროისა და ჯგუფის მართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა.
** შრომისმოყვარეობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ: 

** მაღალპროფესიონალურ, თბილ და მეგობრულ გარემოს, ყოველდღიურ ზრუნვას 
** თქვენი განათლებისა და გამოცდილების ზრდაზე. სისტემატიურ ტრენინგებს 
** კვალიფიკაციის ასამაღლებლად. კარიერულ ზრდას. თანადგომას სასწავლო პროგრამის 
** განხორციელებასა და სიახლეების მოძიებაში.

შერჩევის მეთოდი: გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: neverlandtbilisi1@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა