• https://charte.ge/

ავტორი

რესტორანი ამრა

tel: (+995) 555 55 37 58
mail: vakhtang.kvrivishvili@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შეფ-მზარეული/ მიმტანი
დამსაქმებელი: რესტორანი ამრა
ბოლო ვადა: 2019/09/27
ნანახია: 431 -ჯერ

აფხაზურ-მეგრული რესტორანი "ამრა" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის და მიმტანის პოზიციებზე.

"ამრა" ხუთ წელზე მეტია გვაზიარებს აფხაზურ და მეგრულ კულინარიულ კულტურას. გვთავაზობს უნიკალურ გემოებს, რომელიც გვამოგზაურებს საქართველოს კუთხეებში. აქ კარგად არის შერწყმული კერძის ძველი დამახასიათებელი გემო თანამედროვე ტენდენციებთან. მომსახურეობის მაღალი ხარისხი და სიყვარულით მომზადებული კერძები კი დაუვიწყარ სიამოვნებას გვპირდება.

1. შეფ-მზარეული

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** სამზარეულოს თანამშრომლების მართვა
** ქართული, კონკრეტულად აფხაზური და და მეგრული სამზარეულოს საფუძვლიანი ცოდნა.
** ევროპული სამზარეულოს ცოდნა
** კერძების მომზადება
** მენიუს შედგენა და განახლება
** სამზარეულოში სისუფთავის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შეფ მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პუნქტუალური
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

2. მიმტანი

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს რომლებიც ფლობენ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე: კერძოდ ინგლისურს ან რუსულს

პირობები:

** სუფთა, სასიამოვნო სამუშაო გარემო
** კვირაში ერთი დღე დასვენება
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით

სამუშაო საათები შეთანხმებით.

დაინტერებულ პირებს ვთხოვთ მოგვაწოდონ CV ფოტოსურათით შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე vakhtang.kvrivishvili@yahoo.com (სათაურში ვაკანსიის მითითებით)

მისამართი: სანდროეულისN7

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა