• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება მარკეტინგის განყოფილებაში
დამსაქმებელი: გეფა
კატეგორია: სტაჟიორი,
ბოლო ვადა: 2019/09/27
ნანახია: 401 -ჯერ

ომპანია "გეფა" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის განყოფილებაში.

სს "გეფა" წარმოადგენს ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში. 

იგი გამოირჩევა, როგორც ინოვატორი, მაღალი სტანდარტების დამამკვიდრებელი კომპანია და ზრდის აქტივობების არეალს ყოველდღიურად. 

იგი არ არის ორიენტირებული მხოლოდ წამლების დისტრიბუციაზე; კომპანიას, გარდა მედიკამენტებისა, შემოაქვს კოსმეტიკური, ჰიგიენური პროდუქტები მსოფლიოში ცნობილი კომპანიებიდან და აქტიურად ზრუნავს სილამაზის ხაზის განვითარებაზე. დღეისთვის სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკის სრული ასორტიმენტი. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია ხარისხიან პროდუქციასთან ერთად მიიღოს კონსულტაცია და კომპეტენტური რჩევები. ამისთვის კი, კომპანია ზრუნავს მოიზიდოს კვალიფიციური და კომპეტენტური კადრები, ხელი შეუწყოს სტუდენტებს დასაქმებაში და თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყვეტ რეჟიმში. 

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის სარეკლამო მასალების მომზადებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან, სარეკლამო კომპანიებთან მუდმივ კომუნიკაციაში მონაწილეობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა; ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

შესაფერისმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ განაცხადები მისამართზე: vacancy@gepha.com და "Subject"-ში მიუთითეთ - "სტაჟირება".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა