• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დაცვის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ალგანი
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა,
ბოლო ვადა: 2019/09/27
ნანახია: 531 -ჯერ

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორთფოლიო 5000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. 

მოთხოვნები: 

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 35 წლიდან 45 წლამდე
** სიმაღლე: 178 სმ-დან
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. 

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო.
სამუშაო გრაფიკი: ყოველდღიურად 13:00 საათიდან 22:00 საათამდე, ორშაბათი ან სამშაბათი დასვენება. 
ანაზღაურება: თვეში 700 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 2353253, 2560101, ან მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, გ. სააკაძის მე-2 გასასვლელი 8, ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა