• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მოლარე
დამსაქმებელი: მეტრომარტი
ბოლო ვადა: 2019/09/20
ნანახია: 563 -ჯერ

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "მეტრომარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტი" არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტი"-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. 

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მომსახურების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერულ პროგრამა JDE-ში მუშაობის გამოცდილება; 
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

ძირითადი მოვალეობები:

** ინვოისის საფუძველზე რეალიზაციის პროგრამულად გატარება, თანხის მიღება;
** ზედნადებების გამოწერა; 
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება;
** დიპლომატი და იურუდიული პირების მომსახურება;
** უკან დაბრუნების დოკუმენტების გაფორმება;
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მართვის უნარი
** სხარტი აზროვნების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metromart.ge 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა