• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მტვირთავი
დამსაქმებელი: მეტრომარტი
ბოლო ვადა: 2019/09/20
ნანახია: 499 -ჯერ

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "მეტრომარტი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. 
ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება; 
** საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაწონასწორებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამედიცინო დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი CV არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა