• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფილიალის დირექტორი
დამსაქმებელი: CyberPast
ბოლო ვადა: 2019/09/23
ნანახია: 424 -ჯერ

კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას - ბათუმის ფილიალის დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00-დან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: სოლიდური

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო გეგმის გაწერა;
** ბიუჯეტის შედგენა და მისი ეფექტური ხარჯვის კონტროლი;
** მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა, ჩატარების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს კვლევა/ანალიზი;
** ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ახალი პროექტების შემუშავება;
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა/შეფასება და რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია ტექნიკური)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული და თურქული(სასურველია) ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** MS ოფისის სრულყოფილად ცოდნა; (Microsoft Office Excel სრულყოფილად)

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** კრეატიული აზროვნება;
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება;
** შედეგზე ორიენტირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy.elplus@gmail.com არაუგვიანეს 25 სექტემბრისა და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა