• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
დამსაქმებელი: დეგუსტო
ბოლო ვადა: 2019/09/10
ნანახია: 411 -ჯერ

სწრაფი კვების რესტორნების ქსელი დეგუსტო აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები: 

** ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა და პროცედურების შექმნა და დანერგვა;
** პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; 
** სამოტივაციო სისტემების დანერგვა და განვითარება;
** თანამშრომლების (პოზიციების მიხედვით) განვითარების გეგმების შემუშავება;
** თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის მართვა;
** ტრეინინგ პროგრამების შემუშავება სხვადასხვა პოზიციებისთვის;
** ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება;
** ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, ბრძანებების ადმინისტრირება;
** ორგანიზაციის მისიისა და ღირებულებების კომუნიკაცია კომპანიის ყველა დონეზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პროცესების მართვის გამოცდილება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hrdegusto@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: HR მენეჯერი

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 10 სექტემბერი.

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა