• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტრიბუციის FMG ოპერატორი
დამსაქმებელი: ბიდი კომპანი
ბოლო ვადა: 2019/09/23
ნანახია: 396 -ჯერ

შპს "ბიდი კომპანი" წარმოადგენს "Ferrero"-ს ბრენდის (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას თბილისში

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 8:30-18:00 სთ.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, გლდანი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას);
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** გაძლიერებული MS Excel-ის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება;
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა; 
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში;
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი;
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.
** რეპორტების წარმოება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@bdcompany.ge 23 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. 

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა