• https://charte.ge/

ავტორი

სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი

mail: ett.demetrashvili@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: სასტუმრო იმპერიალ ჰაუსი
ბოლო ვადა: 2019/09/23
ნანახია: 422 -ჯერ

სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ყოველდღიური მიმდინარე საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;
** ყოველდღიური ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა/დაარქივება;
** ​დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/მონიტორინგი;
** ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის, ნაღდი ფულის მოძრაობის ანგარიშის მომზადება;
** საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის ზედამხედველობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება გარეშე პირებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა Fina-ს ცოდნა;
** MS Excel სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები: 

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ოპერატიული;
** მოწესრიგებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აზრის ნათლად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ett.demetrashvili@gmail.com წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი"

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა