• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტი
დამსაქმებელი: შენი მარკეტი
ბოლო ვადა: 2019/09/21
ნანახია: 384 -ჯერ

კომპანია "შენი მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** სალარო ოპერაციების გამართულად წარმოება;
** მომხმარებლის ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა;
** გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ თაროების დროულად შევსება;
** ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მომსახურების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 22:00-09:00;
** სამუშაო ცვლების რაოდენობა- თვეში 15 ან 10 ცვლა (დღეგამოშვებით);
** ანაზღაურება: 20 ლარი ცვლაში; პლუს ბონუსი 100 ლარი გარანტირებული ყოველი თვის ბოლოს

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით ელ. მისამართზე: shenimarketi1@gmail.com

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა