• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლი
დამსაქმებელი: ჰიპერმარკეტი Domino
ბოლო ვადა: 2019/09/21
ნანახია: 500 -ჯერ

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "East Point"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანაშრომლის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტში პროდუქციის მიღების/გაშვების სისწორის კონტროლი;
** ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება და ა.შ.; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულო სამხედრო სამსახურში მსახურობა;
** რუსული და ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ფლობა;
** სასურველია ტექნიკური განათლება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა