• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მდივანი
დამსაქმებელი: VESTEL
ბოლო ვადა: 2019/09/21
ნანახია: 452 -ჯერ

შპს "მატექს ჯორჯია", "VESTEL"-ის ბრენდის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მდივნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი , აღმაშენებლის გამზ. 156, სათაო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 9:30-18:30
სამუშაოს დაწყების თარიღი: 01/09/2019 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების მიხედვით გადამისამართება 
** ელექტრონული ფოსტის მართვა
** შემოსული კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა და გადამისამართება 
** სტუმრების მიღება, შეხვედრების ორგანიზება 
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ტაქსის გამოძახება, ბილეთების და სასტუმრო ჯავშნების გაკეთება და სხვა)
** სამეურნეო შეკვეთის შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება 
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე 

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი და კეთილგანწყობილი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების დროს შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა