• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტრი
დამსაქმებელი: ბენე ჯგუფი
ბოლო ვადა: 2019/09/21
ნანახია: 318 -ჯერ

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია "ბენე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტი კომპანიებისათვის ბუღალტრული და საგადასახადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, შემდეგი მიზნით: 

** ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** მიმდინარე ბუღალტრული გატარებების წარმოება და კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
** დღიური საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში; 
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე - სასურველია;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამის Oris, 1С-ის და MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა - სასურველია
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა - სასურველია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: jaba.arabidze@benegroup.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი"

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა