• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2019/09/20
ნანახია: 471 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 210 თბილისში, ხოლო 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4500-ს შეადგენს. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე წნორში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება
** პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება
** სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სავაჭრო ობიექტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - dnapireli@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა