• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მიმტანი პომოდორისიმოში
დამსაქმებელი: აი სი არ
ბოლო ვადა: 2019/09/19
ნანახია: 291 -ჯერ

კორპორაცია „აი სი არ“-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სტაბილური ორგანიზაციაა საცალო ვაჭრობის სფეროში. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 1993 წლიდან. იგი აერთიანებს ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, ასევე ავეჯის, კვებისა და სასმელების მიმართულებებს.

„აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯ“-ი წარმოდგენილიაისეთი კვების ობიექტებით, როგორებიცაა „ტაბლა“, „ტაბლა დუქანი“, „პომოდორისიმო“, პიცერია „პომოდორისიმო“ და „კაფელაბორატორია’’. 

რესტორანი “პომოდორისიმო “აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33

ფუნქცია-მოვალეობები:

  •   მაგიდის სერვირება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  •   სტუმრების მომსახურება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  •   მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  •   შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
  •   სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეკვეთის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

  •   ინგლისურიდა/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  •   სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •   კომუნიკაბელური;
  •   მოწესრიგებული;
  •   ორგანიზებული;
  •   გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
  •   დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

ჩვენ გთავაზობთ:

  •   სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  •   კონკურენტულ ანაზღაურებას;
  •   ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
  •   პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
  •   კანდიდატები გაივლიან სერვისის სტანდარტების ტრენინგს;
  •   ჩვენთან მუშაობის დაწყებით საშუალება მოგეცემათ შემოუერთდეთ „აი სი არ ფუუდ ენდ ბევერიჯის“ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს და მიიღოთ ღირებული გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ  ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არა უგვიანეს 2019 წლის 19 სექტემბრისა.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მიმტანი პომოდორისიმოში“.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა