• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგიონული მენეჯერი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2019/09/09
ნანახია: 618 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი ფუნქციები:

** დაქვემდებარებულ მაღაზიებში საოპერაციო და ზოგადი სტანდარტების მართვის უზრუნველყოფა და მუდმივი მონიტორინგი
** მაღაზიებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული და ეფექტური რეაგირება
** სალაროს და სწრაფი გადახდის აპარატების მუშაობის მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად
** მაღაზიის ფორმატიდან გამომდინარე წინადადებების მომზადება ასორტიმენტის განახლებასა და სააქციო პროდუქციის შერჩევაზე და კატეგორიების მენეჯერებთან განხილვა
** აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პრობლემური სიტუაციების გადაჭრა
** პერიოდულად დაქვემდებარებულ პერსონალთან შეხვედრების გამართვა, აქტუალური საკითხების მათთვის გაცნობისა და მათი ინფორმირებულობის, ჩართულობის და მოტივაციის ამაღლების მიზნით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით)
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინფორმაციის ხარისხოვბრივი და რაოდენობრივი დამუშავების უნარი

პიროვნული თვისებები:

** ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები
** პროაქტიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდის მართვის და მოტივირების უნარი
** დროის მართვის უნარი
** რამდენმე მიმართულებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მოქნილობა და ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@orinabiji.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონალური მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 სექტემბერი, 2019 წელი.

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა