• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრომო მერჩენდაიზერი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2019/09/15
ნანახია: 501 -ჯერ

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, El pozo და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

ვაკანსიის დასახელება: პრომო-მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; 

აუცილებელი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 (ერთი) წელი;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შეთავაზება და რეალიზაციების ხელშეწყობა
** პროდუქტის დეგუსტაციების ჩატარება
** თაროებზე კომპანიის პროდუქციის განთავსება და ვადების კონტროლი
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება
** მაღაზიაში შესული საქონლის მოცულობის კონტროლი
** კომპანიის ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების ან პრობლემების შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
** მომხმარებლის აზრის მოძიება პროდუქციასთან დაკავშირებით
** ყოველკვირული მოხსენებების მომზადება
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის დროს პროდუქციის და სარეკლამო მასალების განახლება/დალაგება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** საწყობიდან პროდუქციის დროულად გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მაღაზიაში ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის ნაშთის და ვადების მონიტორინგი;
** შეკვეთის განთავსებაში მონაწილეობის მიღება;
** პრომო კამპანიებთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება (სტენდების, კუნძულების მომზადება);
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართვა;
** პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა;
** მომხმარებლთან ურთიერთობა და დახმარების გაწევა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** რეპორტინგი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა