• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტენდერი მდგრ. განვითარების მიზნების ბიზნესფორუმის მოწყობაზე
დამსაქმებელი: სიდა
ბოლო ვადა: 2019/08/25
ნანახია: 430 -ჯერ

"სიდა" აცხადებს ტენდერს მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნესფორუმის მოწყობაზე 2019 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში.

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ბიზნესის როლის წარმოჩენა ფორუმის / გამოფენის სახით, რითაც წარმოჩინდება მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესკომპანიების გამოცდილება. 

ტექნიკური დავალება

კანდიდატი ორგანიზაცია უზრუნველყოფს SDG გამოფენისთვის შემდეგი მომსახურების გაწევას:

** გამოფენის ტექნიკური ორგანიზება
** გამოფენაში ბიზნესების ჩართულობა
** პროექტის პრომოუშენი

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ კომერციულ ან არაკომერციულ იურიდიულ პირს, რისთვისაც მათ მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

1. ტექნიკური წინადადება:

** ღონისძიების სავარაუდო დღის წესრიგი
** ღონისძიების ზოგადი კონცეფცია
** ღონისძიების ვიზუალური კონცეფცია
** ინფორმაცია ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილების შესახებ
** პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები

2. ფინანსური წინადადება: პროექტის ხარჯთაღრიცხვა

სრული ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აგვისტო, 2019 წელი.

განცხადებები მიიღება ელ. ფოსტაზე: procurement@cida.ge, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: "Business for SDGs Forum 2019".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა