• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ბიბლუსი
ბოლო ვადა: 2019/08/27
ნანახია: 492 -ჯერ

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შეძლო შეექმნა, საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის ქსელი მოიცავს 62 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

ჩვენი მისიაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში წიგნიერების დონის ამაღლებისა და, საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის გაწერა ხელმძღვანელთან ერთად და მისი შესრულება. 
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება. 
** კომპანიის მისიის და სტრატეგიული ხედვის ფარგლებში PR მიმართულების მიზნების განსაზღვრა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
** კომპანიის PR კამპანიის დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიზნობრივად გამოყენება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** PR და მარკეტინგული პროექტების, ღონისძიებების, კამპანიების დაგეგმვა/ორგანიზება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** კომპანიის საქმიანობაში არსებული სიახლეების შესახებ საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება. 
** წიგნის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების მოწყობა/ორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** აუცილებელია მარკეტინგის და/ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint). 

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები: 

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის ქ. 49.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებას

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა