მძღოლი-ექსპედიტორი |
დამსაქმებელი: |
ნიკორა ტრეიდი |
ბოლო ვადა: |
2019/08/28 |
ნანახია: |
609 -ჯერ |
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე
თბილისში.
სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი, კვირაში 1 დღე დასვენება
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგება
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა.
** სატვირთო ავტომობილის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 28 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: anketa@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი-ექსპედიტორი".
შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
ნიკორას გუნდი გისურვებთ წარმატებას!