• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერი
დამსაქმებელი: ორი ნაბიჯი
ბოლო ვადა: 2019/08/31
ნანახია: 467 -ჯერ

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00 
ანაზღაურება: 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** ნაღდი ფულის ნავაჭრით Z-ანგარიშების კონტროლი
** სალაროს საბუთების მიღება/კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური ან ტექნიკური მიმართულებით)
** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო, 2019 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა