განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მენეჯერი
დამსაქმებელი: მეტრომარტი
ბოლო ვადა: 2019/09/01
ნანახია: 213 -ჯერ

ტექნიკის #1 ჰიპერმარკეტი "მეტრომარტი" აცხადებს ვაკანიას ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტი" არის, ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში, კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტი"-ს მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ადამიანური რესურსების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული.ინგლისური); 
** MS Office-ის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** HR პროცესების მართვა; 
** კომპანიაში არსებული სახელფასო სისტემის შესაბამისად თანამშომლებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემა;
** ადამიანური რესურსების მართვის, განვითარების პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო პროგრამის შემუშავება; 
** არაფორმალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; 

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი
** ანალიტიკური უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@metromart.ge 2019 წლის 1 სექტემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა